logo
ENG



არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

12 თებ 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/8tfq23d8xyid6o7.jpg

პროკურატურის განცხადებით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა.

"გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა