გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს.
ამ მოთხივნით ის დღეს პროკურატურის შენობასთან მივიდა და თავის დაწვით დაიმუქრა.
მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა.
თუმცა, სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია დაატოვებინეს.
როგორც მან თქვა, პროკურორებს მასთან შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.
არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.