![q6014t0g82acop2.jpg](/uploads_script3/news/q6014t0g82acop2.jpg)
სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყება საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.