შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არასრულწლოვანი დისშვილის დაჭრის ბრალდებით 37 წლის პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დაბადებულ მოზარდს. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.