logo
ENG



არახამია: არ მიაქციოთ ყურადღება პრემიერმინისტრის დეზინფორმაციას და Fake-ებს

22 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ხელისუფლების წევრი, დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ვიდეოთი ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი დეზინფორმაციას და ყალბ ამბებს ავრცელებს. 

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დავით არახამია დადიოდა ევროპასა და ამერიკაში და საქართველოს პარტნიორებს უყენებდა ულტიმატუმს, საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. 

არახამიას განცხადებით, ის ევროპაში საერთოდ არ ჩასულა, ხოლო აშშ-ში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია. 

"აშშ-ში არახამია კონკრეტულად დაკავებული იყო იმით, რომ ჩამოეყალიბებინა კონცეფცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლება ყავს, რომელიც, თავის მხრივ ფეხს უდებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხს ევროპა სურს. ისინი რამდენიმე დღის წინ მრავალათასიან მიტინგზე გამოვიდნენ და ნათლად აჩვენეს მსოფლიოს, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან. ყველას სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ, როგორც უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება, მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ღია დეზინფორმციას და ფეიკებს, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრის, რაც ერთი ოლიგარქის დაკვეთით ხდება. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხი, რომლებიც იფარებენ უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს აგრესორის წინააღმდეგ, ერთი ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. 

ქართველებო, გაუძელით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ევროპის შიგნით დიდი მომავალი გველოდება". - ამბობს დავით არახამია ვიდეომიმართვაში. 


close დახურვა