Unian-ის ინფორმაციით, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამია განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.
"ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში." - განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, რეზნიკოვი გადაყვანილია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
არახამიამ ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს იგორ კლიმენკო, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ვასილი მალიუკი.