logo
ENG



არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები - გელათის მონასტერი

18 ივლ 202021:08
3 წუთის საკითხავი
 

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა „შაბათის ფორმულაში“ გასული სიუჟეტია, გელათის მონასტრის დაზიანებული ფრესკებისა და გაფუჭებული სახურავის შესახებ. ფორმულამ გაარკვია, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოჭიქული კრამიტით გადახურვა რამდენიმე მილონი დაჯდა, თუმცა მან 2 წელიც ვერ გაძლო. 

სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი დაზიანდა, კერძოდ კი საუკუნოვანი ფრესკები. გასულ შაბათს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არა ერთხელ მივმართეთ, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე მთელი რიგი კითხვებისთვის ეპასუხათ, რაზეც უარი მივიღეთ. მეტიც, სააგენტომ ბრალი დაგვდო, რომ არასწორ ინფორმაციას ვაშუქებდით. თუმცა ბოლო ერთი კვირაა სააგენტოს ხელმძღვანელი სახელისუფლებო მედია პლატფორმებზე თავს იმართლებს და ადასტურებს, რომ გელათის გადახურვა დაზიანებულია, მაგრამ რას იზამენ დახარჯული მილიონების შემდეგ ისტორიული მონასტრის გადასარჩენად ისევ უცნობია.

დეტალები ნახეთ „შაბათის ფორმულას“ გამოშვებაში. 


close დახურვა