საქართველოს ხელისუფლება რიტორიკის დონეზეც კი არ მალავს, როგორ გამოიყენებს რუსულ კანონს. გარდა იმისა, რომ ინიციატივა ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, მსგავსი კანონმდებლობა ოლიგარქს დიქტატურის ჩამოყალიბებისთვის სჭირდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე წუხელ ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხზე მტრად გამოცხადებული ადამიანების გვარებს კითხულობდა.