logo
ENG



არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! - პროტესტი ქუთაისში

24 აპრ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

მსვლელობამდე ქუთაისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ითქვა, რომ ბრძოლას რუსულ რეჟიმთან ბოლომდე მიიყვანენ. საზოგადოებას გამომსვლელებმა განუმარტეს, რა დამანგრეველ ზიანს მოუტანს ქვეყანას, მის ევროპულ კურსს და მოქალაქეების ცხოვრებას რუსული კანონის დამტკიცება. შეხვედრის შემდეგ გაიმართა მსვლელობა და აქციის მონაწილეებმა დღესვე, ქუთაისის ქუჩებში პლაკატები გააკრეს.


close დახურვა