მექსიკელმა არქეოლოგებმა 15 000 წლის წინანდელი მამონტების ჩონჩხები აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარების განმარტებით, ადამიანების მიერ ამოთხრილ სპეციალურ სანადირო ორმოებში, სულ მცირე 14 მამონტის ჩონჩხი იპოვეს.
აღმოჩენა ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა. მეცნიერების თქმით, ორმოებში, რომელთა სიმაღლე 2 მეტრს, ხოლო დიამეტრი 23 მეტრს აღწევს, სამხრეთ ამერიკაში დიდი ხნის წინ გადაშენებული სხვა ცხოველების, მათ შორის აქლემის ძვლებიც აღმოაჩინეს.