თუ 11 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შესაძლოა სწორად იმ სხდომაზე გადაწყდეს არჩევნებთან დაკავშირებული დეტალები. პარტიის წევრებს შორის კომუნიკაცია დღესაც საჯაროდ წარიმართა. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერმა ჯგუფმა ბრიფინგით მოითხოვა პოლიტსაბჭოს მოწვევა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კიევში იმყოფება. სწორედ უკრაინიდან გაავრცელა კობა ნაყოფიამ მიმართვა. სხდომის თარიღი დაასახელა, თუმცა არ მოიწონა ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც პარტიის ერთმა ნაწილმა აირჩია.
არჩევნები ენმ-ში - პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი ჩანიშნულია
02 დეკ 202220:24
3 წუთის საკითხავი