რა ინფორმაცია აქვს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე - მესამე პრეზიდენტმა მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებსა და ეკლესიაში მოსალოდნელ ცვლილებებს ერთმანეთს უკავშირებს. მესამე პრეზიდენტმა ახსენა სიტყვა გადატრიალება, რასაც, მისი მიმართვის თანახმად, ეკლესიაში რუსეთი გეგმავს.