logo
ENG



არჩილ თალაკვაძე ივანიშვილისა და ვასაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

10 ნოე 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
yy2uo29f9w1t1km.jpg

 

პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პირია და მას სრული უფლება აქვს გამართოს შეხვედრა ნებისმიერ ადამიანთან.

ივანიშვილი არის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე. შესაბამისად, სხვისი გადასაწყვეტი არ არის თუ რას გააკეთებს ის და სად ხედავს თავის თავს საქმიანობის თვალსაზრისით. რაც შეეხება შეხვედრებს, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. აბსურდულია, არანაირი ფარული გარიგება არაა. ქართულ ოცნებას აქვს შეთანხმება საზოგადოებასთან და თავის ამომრჩევლებთან. წინ გვაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს შეთანხმება ხალხთან განვაახლოთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს შეხვდა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა თავად ვასაძის სახლში გაიმართა და მას ივანიშვილმა გარკვეული თხოვნებითაც მიმართა. ვასაძემ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


close დახურვა