ქართულმა ოცნებამ ოზურგეთის მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.
ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი იყო, თუმცა 2020 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კონფლიქტი გახდა.
ნახეთ ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სრული სია.