"გმირობას ვერ დაგეგმავ ადამიანი", - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა, რომელსაც შვილის ცხედარი ოკუპანტებმა 26-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ გადასცეს. არჩილს მრავალი ჭრილობა ჰქონდა, თითქმის მთელ სხეულზე, მოტეხილი ჰქონდა თითები და კიდურები. ის ოკუპირებულ ახალგორში აწამეს და მოკლეს. ტატუნაშვილს გულისჯიბეში ედო ფურცელი საკუთარი ხელით დაწერილი ლექსით - "თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა, ახალგორს მაინც არავის მივცემთ! დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად, რადგან მომავალს ერთობა მივცეთ" - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.
არჩილ ტატუნაშვილი და ოკუპანტების სისასტიკე - შაბათის ფორმულა
26 მარ 202220:08
3 წუთის საკითხავი