logo
ENG



არ მსურს ჩემმა განთავისუფლებამ, პროპორციული სისტემის შემოღებას ხელი შეუშალოს - რურუა

05 მარ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" წილის მფლობელი გიორგი რურუა Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. 

რურუა წერს, რომ თუ "ქართული ოცნება" პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდება, ის მზად არის, პატიმრობაში დარჩეს. ამასთან, რურუას თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

"როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი.

"სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან. სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა. მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული, მტკიცედ მწამს ჩვენი სიმართლის! საქართველოში დამარცხდება ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა! პ.ს. თავისუფლება იყო და არის კანონით შეუზღუდავი, ძალაუფლებისგან თავდასაცავი ერთადერთი ციხესიმაგრე - ენდრიუ ჰამილტონი", - წერს გიორგი რურუა. 

შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი დათანხმდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაშინ ისინი საკითხს მხარს დაუჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება. 

 

 


close დახურვა