logo
ENG



ასლან ბჟანია: მხარს ვუჭერთ ყაზახეთის ხელისუფლების ლეგიტიმურ სურვილს, აღადგინოს წესრიგი

08 იან 202215:09
3 წუთის საკითხავი
 
ასლან ბჟანია: მხარს ვუჭერთ ყაზახეთის ხელისუფლების ლეგიტიმურ სურვილს, აღადგინოს წესრიგი

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "სერიოზულად შეშფოთებულია ყაზახეთში განვითარებული მოვლენებით, რომელიც ძალადობასა და პოგრომში გადაიზარდა". 

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, დამანგრეველ გავლენას ახდეს მოქალაქეების ცხოვრებაზე. 

"ეს კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მთლიანობის შელახვის მცდელობები გარე ჩარევის დამახასიათებელ ნიშნებს გამოხატავს. გარედან გაწვრთნილი და კოორდინირებული შეიარაღებული ფორმირებები მონაწილეობენ უკანონო რადიკალურ ქმედებებში". - ნათქვამია ასლან ბჟანიას განცხადებაში. 

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ ყახაზეთის სახელმწიფო მეთაურის ხელმძღვანელობით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ანტიტრორისტულ ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მეთაურის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვას.

ასლან ბჟანია თავის განცხადებაში ხაზს უსვამს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის​ გადაწყვეტილებას, ყაზახეთში შეიყვანოს ჯარები ქვეყანაში ვითარების დასტაბილურების მიზნით და აცხადებს, რომ "მხარს უჭერს ყაზახეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის სურვილს, აღადგინოს კანონი და წესრიგი და უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება".

"მიუღებლად მიგვაჩნია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უკანონო საგარეო ჩარევის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და შემდგომში გარე კონტროლირებადი ჯგუფების მიერ ძალაუფლების შეიარაღებულ ხელში ჩაგდებას.

ჩვენ ვუსურვებთ ყაზახეთის ხალხს კანონის უზენაესობის სწრაფ აღდგენას სახელმწიფოში, ასევე მშვიდობას და კეთილდღეობას". - ნათქვამია ასლან ბჟანიას განცხადებაში. 

ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა.

გაითიშა ინტერნეტი. 

ასევე, მან "საპროტესტო აქციების სიტუაციის შექმნაში" მთავრობა დაასახელა და გადააყენა. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

თავის მხრივ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა. 

დემონსტრაციების დროს ათობით მოქალაქე დააკავეს. 

ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 


close დახურვა