logo
ENG



ატიკის ტერიტორიაზე ხანძრის გამო საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

12 აგვ 202409:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/12/8kqz54y95tmjuak.jpg

ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. განცხადება საელჩოს Facebook-ზეა გამოქვეყნებული.

საელჩოს თანახმად, ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. საელშოჩი განმარტავენ, რომ ამ დრომდე რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ შესულა. 

"ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000", - ნათქვამია განცხადებაში. 

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი ათენის მახლობლად, სოფელ აფინში გაჩნდა. ჩაქრობის პროცესში 250 მეხანძრეა ჩართული. გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია. 


close დახურვა