logo
ENG



ატლანტის პოლიციამ რეიშარდ ბრუქსის დაკავების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა

15 ივნ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ატლანტაში, პოლიციის მიერ კიდევ 1 შავკანიანის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, ადგილობრივმა პოლიციამ კამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ დაკავებული მათ წინააღმდეგობას უწევს, რასაც პოლიციის მხრიდან გასროლა მოჰყვა. 

მომხდარს შეერთებულ შტატებში უკვე რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ პროტესტის მორიგი ტალღა მოჰყვა. სამართალდამცველების მიერ რეიშარდ ბრუქსის ​მკვლელობას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ატლანტასა და სხვა ქალაქებში. თანამდებობა დატოვა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი​ს ხელმძღვანელმა.  


close დახურვა