ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირანში სამი საიდუმლო ობიექტი აღმოაჩინეს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამივე ობიექტზე ირანი ბირთვულ მასალას ინახავს ან პროგრამას ახორციელებს. ორ მათგანზე საერთშორისო ინსპექტორები არ შეუშვეს.
სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ნოემბრის შემდეგ ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი სამჯერ გაზარდა.