logo
ENG



აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს

17 მარ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა, რამაზან მუხთარლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც რამაზან მუხთარლი წერს, აფგან მუთხარლი გათავისუფლებიდან მალევე გერმანიაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში ციხეში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს მისი ქვეყნის სასამართლომ ექვსწლიანი სასჯელი მიუსაჯა.


close დახურვა