საერთაშორისო გაერთიანება რუსეთს მარცვლეულის გარიგების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსკოვმა დღეს უარი თქვა ეგრეთ წოდებული შავი ზღვის ინიციატივის გახანგრძლივებაზე, რომლის დახმარებითაც მსოფლიოს მასშტაბით უკრაინის პორტებიდან გადიოდა. გარიგებიდან გასვლას წინ უძღოდა აფეთქებები ყირიმის ხიდზე. ნახევარკუნძულს რუსი ტურისტები ტოვებენ.