აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "განკარგულებას" ხელი მოაწერა.
"მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების მომავალში, გულწრფელად ვუსურვოთ ჩვენს ძმებს უსაფრთხო და მდგრად განვითარებას. დღეს მოვაწერე ხელი ბრძანებებს მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბჟანიამ.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.