logo
ENG



აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს

07 მარ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/s9nxdtrgtmv994p.png

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. 

ისინი სკანდირებენ "წადი".

აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის წინაც.


close დახურვა