რამდენიმე საათის დაგვიანებით დაწყებული პროცესი სასამართლოში ახლაც გრძელდება, განიხილება 7-9 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმე. დაახლოებით ოც პირს, რომლის დევნაზეც დღეს სასამართლო მსჯელობს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. მანამდე "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 16 წლის აქტივისტის პროცესი გადაიდო. სასამართლო სხდომაზე აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს თავად არ ჰქონდათ გავლილი სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ამიტომ დაცვის მხარემ საქმიდან მათი ჩამოშორების შუამდგომლობა დააყენა.
აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი
17 მარ 202320:29
3 წუთის საკითხავი