პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია შინ ევროპისკენ დაიწყო. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები ამ ფორმით აფიქსირებენ თავიანთ ევროპულ არჩევანსა და ქვეყნის ურყევ პოზიციას ევროინტეგრაციასთან მიმართებით.
აქციას ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე შეკრებილებს სიტყვით ევროპარლამენტარები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა.
გარდა ამისა ანალოგიური აქციები იმართება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.