logo
ENG



აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისიდან კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

03 მაი 202423:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/3dv59wppjapq3cv.jpg

რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისიდან კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

აქციის მონაწილეებმა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. ისინი ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.

მათი განცხადებით, მსვლელობა დღეს შეწყდება და პროტესტი რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქართული ოცნების ოფისთან, გზა გადაკეტეს. ოცნების ოფისთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.


close დახურვა