logo
ENG



აქციის მონაწილეებს ვიტყვი ერთადერთ რამეს - მეტი იფიქრონ ქვეყანაზე-ქვარაია

18 ნოე 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
7ya07xj9ayktvo9.jpg

 

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა. დეპუტატის გამოჩენას პარლამენტის ტერიტორიაზე დაპირისპირება მოჰყვა, აქციის მონაწილეები მას მონას ეძახდნენ. ქვარაია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

„პასუხისმგებლობა დღეს ეკისრება ყველას, ამას ვინც აკეთებს. იმ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“,-განაცხადა ქვარაიამ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ კონსტრუქციულ რეჯიმში ყველამ უნდა იპოვოს გამოსავალი.

„აქციის მონაწილეებს ვიტყვი ერთადერთ რამეს - მეტი იფიქრონ ქვეყანაზე ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ ყველამ ერთად. რა თქმა უნდა შექმნილია საკმაოდ რთული სიტუაცია, მაგრამ ეხლა მთავრაია კონსტრუქციული რეჟიმში ვიპივოთ ყველამ გამოსავალი იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ სწორი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნისთვის და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის“,-განაცხადა ქვარიამ.

 


close დახურვა