ქართული ოცნება საერთაშორისო საინვესტიციო პირობებს არ ასრულებს. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში დონორების გადმორიცხული ათობით მილიონია. ლაპარაკია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მაგალითად, ქუთაისში კანალიზაციის პრობლემა, აჭარაში წყალმომარაგება და სხვა. პირობები არ სრულდება, სესხის პროცენტსა და ჯარიმას მოსახლეობა გადაიხდის.