პირველად ისტორიაში აშშ-დან ევროკავშირში რუსეთის ბუნებრივი გაზზე მეტი მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი მოხდა.
ინფორმაციას ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატი ბაიროლი ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება ევროკავშირში იმას ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როცა ევროკავშირმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი გაზის გავლით მეტი გაზი მიიღო, ვიდრე რუსეთიდან გაზსადენის საშუალებით.“ - აცხადებს ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი
Russia's recent steep cuts in natural gas flows to the EU mean this is the 1st month in history in which the EU has imported more gas via LNG from the US than via pipeline from Russia
The drop in Russian supply calls for efforts to reduce EU demand to prepare for a tough winter pic.twitter.com/YmjvRN39ND
ბიროლის თქმით, დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო შეამციროს მოთხოვნა რუსულ ნედლეულზე, რათა მძიმე ზამთარს მომზადებული შეხვდეს.