შეერთებული შტატებისა და ირანის დელეგაციებმა შვეიცარია დატოვეს.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის 18 საათის განმავლობაში პაკისტანისა და კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა.
მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმდნენ 60-დღიანი გზამკვლევის შემუშავებაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ შეიქმნება უმაღლესი დონის კომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს მოლაპარაკებებს, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, სანქციებზე, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგსა და დავების მოგვარებაზე. ასევე, შეერთებული შტატები და ირანი შექმნიან პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზს, ჰორმუზის სრუტეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და კომერციული გემების მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდში, რომელიც სამთო-საკურორტო ქალაქ ბიუგენშტოკში გაიმართა, შეერთებული შტატების მხრიდან მონაწილეობდნენ ჯეი დი ვენსი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ირანულ მხარეს კი წარმოადგენდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
კატარისა და პაკისტანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნებმა "იმედისმომცემ პროგრესს" მიაღწიეს და შექმნეს მექანიზმი შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის.
