logo
ENG



ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

19 სექ 202614:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/19/e96ltys9zwut81n.png

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.

ტრამპის თქმით, როდესაც ომი დასრულდება, საწვავის ფასები დაიკლებს და თავდაპირველ ღირებულებას დაუბრუნდება. 

"ხალხს არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და იცით რა - არც ექნება. ომი მალე დასრულდება და როცა დასრულდება, ბენზინის ფასები იმ დონეს დაუბრუნდება, რაც ადრე იყო , შესაძლოა უფრო დაბალიც კი.

ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამისთვის ხალხს გარკვეული დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. ვფიქრობ, თუკი უმეტესობას მოუწევდა არჩევანის გაკეთება დაბალ საწვავის ფასებსა და ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის უფლების მინიჭებას შორის, მზად ვარ ვთქვა, რომ შედეგი აბსოლუტურად გამანადგურებელი იქნებოდა", - თქვა ტრამპმა. 


close დახურვა