logo
ENG



აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსები: რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა შენდება

26 ივლ 202300:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/bg2sc721wy251zt.jpg

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მათ CNN-ს განუცხადეს.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ობიექტს ირანის დახმარებით აშენებს, რადგან მშენებლობისთვის საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად ირანი აგზავნის. 

ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ქარხანა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების იმაზე მეტი რაოდენობა იქნება, ვიდრე აქამდე მათი ირანიდან შესყიდვა შეეძლო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ობიექტის მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. 

აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულება თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ. ის რუსეთის ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვის აღმოსავლეთით, დაახლოებით 960 კილომეტრში მდებარეობს.


close დახურვა