აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, კიდევ 45 ათას დაჭრილია. ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, უილიამ ბერნმსა უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
"უკრაინელებიც დაზარალდნენ - ალბათ, უფრო ნაკლებია, მაგრამ ხომ იცით, მნიშვნელოვანი დანაკარგებია", - თქვა ბერნსმა.
რუსეთი უკრაინაში დანაკარგს არ ასაჯაროებს და მას სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. ბოლო ინფორმაცია, როდესაც მათ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა გაამჟღავნეს 25 მარტი იყო - 1351 მოკლული სამხედრო.
კიევში ამბობენ, რომ ყოველდღე 100-დან 200-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება.