რუსეთი დონალდ ტრამპის მეორე ვადით გასამარჯვებლად არჩევნებში კვლავ ერევა, - ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებმა კონგრესმენებს აცნობეს.
"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, დახურული შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში 13 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრას დაემთხვა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის ჯოზეფ მაგუაიერის თანამდებობიდან გადაყენება. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო და მაგუაიერის შემცვლელიც დაასახელა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებების მიზეზი კონგრესში სააგენტოს წარმომადგენლების საიდუმლო ბრიფინგი გახდა.