აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს დროში გეგმავს, უკრაინაში ახალი იერიში მიიტანოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმის მიყენებისთვის რუსეთი უახლოეს დღეებში ძალისხმევას გააძლიერებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რუსული თავდასხმები უქმნის", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მოსალოდნელი დარტყმების შესახებ უკრაინელები გააფრთხილა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
"გაზრდილია სარაკეტო დარტყმებისა და სხვა პროვოკაციების საფრთხე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რუსეთი და პუტინის რეჟიმი თავს დაესხნენ უკრაინის დამოუკიდებლობას. ისინი ნამდვილად შეპყრობილნი არიან თარიღებითა და სიმბოლოებით, ამიტომ სავსებით ლოგიკური იქნება თავი დავიზღვიოთ და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის დღეს თავს დაესხმებიან", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა, ანდრე იუსოვმა.
23 აგვისტოს უკრაინაში ეროვნული დროში დღე, ხოლო 24-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. კიევში მთელი კვირის განმავლობაში აკრძალული მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.