logo
ENG



აშშ-ის საელჩომ შშმ მოსახლეობას გადაადგილებისთვის საჭირო 130 ინვენტარი გადასცა

19 ოქტ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
le53wxv7et0ttb8.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონს შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილებისთვის საჭირო 130 დამხმარე საშუალება გადასცა. ინფორმაცია საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, იმ ადამიანების ნაწილი, ვინც დამხმარე საშუალებები მიიღო, აგვისტოს ომის დროს დევნილია. 

"მოხარული ვართ, რომ ამერიკაში შშმ პირთა თვის აღსანიშნავად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შშმ მოსახლეობისთვის გადაადგილების 130 დამხმარე საშუალება გამოვყავით. ამ ადამიანებიდან ბევრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირია.

იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება, რომელიც ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა გამოყო, ხელს შეუწყობს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა