logo
ENG



აშშ-ის საელჩო: გვსურს კარგი ურთიერთობა, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას

13 აგვ 202420:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/qyy1ljpy6oqf42c.jpg

საქართველოში აშშ-ის საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკლ ტერნერის ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრებზე განხილვის თემა იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ამ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას.

საელჩოს განცხადების თანახმად, ვიზიტისას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განუხილავთ. 

"არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ უწყობს ხელს უთანხმოების მოგვარებას. სენატორი შაჰინისა და წარმომადგენლის ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა. ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, ეს იყო თემა და პირველი ნაბიჯი გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ველოდებით მის წინადადებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


close დახურვა