![2022/06/22/rut78m3jl8rnxth.jpg](/uploads_script3/articles/2022/06/22/rut78m3jl8rnxth.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ამ განცხადებას აშშ-ის საელჩო Facebook-ზე აქვეყნებს და 20 ივნისის აქციის შინ ევროპისკენ ფოტოს აქვეყნებს.
"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში"- წერს საელჩო.