logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ქუთაისის აეროპორტს სოფლის მეურნეობის საექსპორტო ჰაბად ქცევაში დავეხმარებით

01 აგვ 202311:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/6kjqqfeuj9er8pp.jpg

საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის აეროპორტს სოფლის მეურნეობის პრუდუქტების საექსპორტი ჰაბად გადაქცევაში დაეხმარება.

საელჩოს თქმით, ეს დასავლეთ საქართველოს ფერმერებს დიდ სარგებელს მოუტანს.

"ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე", - აცხადებენ საელჩოში.


close დახურვა