logo
ENG



აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაური: რუსეთმა უკრაინის თავზე 55 თვითმფრინავი დაკარგა

20 სექ 202208:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/f9qrzpenhmwrh8f.jpg

ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ რუსეთის 55 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო-სამხედრო ძალების მეთაური ევროპასა და აფრიკაში, ჯეიკმს ჰეკერი საუბრობს.

სულ მცირე ხუთი რუსული თვითმფრინავი განადგურდა მიწაზე. უზარმაზარი დანაკარგები, გენერალ ჰეკერის თქმით, არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსული მებრძოლები და ბომბდამშენები არ თამაშობენ შესამჩნევ როლს რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.

ექვსთვიანი ომის თავზე რუსული თვითმფრინავები იშვიათად დაფრინავენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში და ძირითადად შორი მანძილის რაკეტებს იყენებენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადსა, რომ რუსეთმა დაახლოებით 55 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, მათ შორის 4 დიდი ალბათობით ბოლო 10 დღეში ჩამოაგდეს.


close დახურვა