ქარიშხალ იდას აშშ-ის ჩრდილოეთ სანაპიროზე 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეკორდული რაოდენობის ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და გზები.
12 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში. პოლიციის ინფორმაციით, ერთერთი მათგანი საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა, 8 კი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში.
ასევე პოლიციის ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა ნიუ-ჯერსიში, სამი - პენსილვანიის გარეუბან მონტგომერიში. როგორც ცნობილია, პენსილვანიაში ერთი ადამიანი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ქარიშხალი აშშ-ის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში კარიბის ყურიდან გავრცელდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა აშშ-ის აღმოსავლეთშიც.