logo
ENG



აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში ჩავიდა

01 მაი 202211:02
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში ჩავიდა. კონგრესის წარმომადგენელი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა პელოსი და ამერიკის დელეგაცია პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და აშშ-ს მადლობა გადაუხადა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებისთვის და ქვეყნის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში შევხვდი. აშშ ლიდერია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერაში. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

close დახურვა