logo
ENG



აშშ-ის წარმომადგენელი: პუტინს ომსა და სანქციების გავლენაზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან

30 მარ 202219:12
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის წარმომადგენელი: პუტინს ომსა და სანქციების გავლენაზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან როგორც უკრაინაში რუსული ჯარის წარუმატებლობების, ისე რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ. 

აშშ-ის წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა: 

"გვჯერა, რომ პუტინს თავისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსული ჯარების  წარუმატებლობების შესახებ, ასევე იმაზე, როგორ შლის სანქციები რუსეთის ეკონომიკას, იმიტომ, რომ მის უფროს მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ". 

მისივე განცხადებით, ეს დასკვნა აშშ-ის დაზვერვის მიერ მიწოდებულ ცნობებს ეფუძნება. 

აშშ-ის სახელმწიფო პირმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, პუტინმა შეიტყო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც მასა და რუსეთის თავდაცვის უმაღლეს პირებს შორის განხეთქილება გამოიწვია. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა რუსული ჯარისგან თავი მოტყუებულად იგრძნო. ახლა მუდმივი დაძაბულობაა პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორს, რაც გამოწვეულია პუტინის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ". - თქვა მან.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, პუტინმა არ იცოდა, რომ მისი ჯარი "იყენებდა და კარგავდა წვევამდელებს უკრაინაში, რაც ცხადყოფს რუსეთის პრეზიდენტისადმი ზუსტი ინფორმაციის მიწოდების აშკარა დარღვევას“.


close დახურვა