logo
ENG



აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს კიბერ-ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენა

06 სექ 202410:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/kqr5028ujpvzbc6.jpg

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელსა და რუს მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმის შეთქმულებისთვის, ბრალი წაუყენა

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე, 2020 წლიდან, 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერ დანაყოფმა  „მასშტაბიანი კიბეროპერაციები“ ჩაატარა.

საბრალდებო დასკვნით, სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ ყოფილა. კიბეროპერაციები, სავარაუდოდ, NATO-ს 26 ქვეყანაზეც განხორციელდა.

თავდაპირველად, ივნისის თვეში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში, აშშ-ის მერილენდის ოლქის სასამართლოსთვის, ცნობილი მხოლოდ ერთი ბრალდებულის ვინაობა იყო  - ამინ სტიგალი. იგი რუსეთის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობდა, რის გამოც ეჭვმიტანილი იყო მათთან ერთად შეთქმულების მომზადებაში.

სტიგალთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობა ბრალად ედება GRU-ს ფარული ნაწილის, "განყოფილება 29155"-ის წევრებს: იური დენისოვს, ვლადისლავ ბოროვკოვს, დენის დენისენკს, ნიკოლაი კორჩაგინს და დიმიტრი გოლოშუბოვს.

მანამდე, ხუთშაბათს, ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, GRU-ს კიბერ-ჯაშუშობის ჯგუფის, იგივე "განყოფილება 29155", მიზანია კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურაა.


close დახურვა