აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინისათვის დახმარების $2 მილიარდის ღირებულების პაკეტი, რომელიც მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.
კონკრეტულად, აშშ უკრაინას დამატებით უპილოტო საჰაერო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და ომის წარმოებისთვის საჭირო ელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე საარტილერიო მასალებს გადასცემს.
უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- დამატებითი ტყვია-წამალი HIMARS სისტემებისთვის.
- დამატებით 155 მმ კალიბრის საარტილერიო რაკეტებს
- საბრძოლო მასალა ლაზერით მართვადი სარაკეტო სისტემებისთვის;
- უპილოტო საფრენი კომპლექსი CyberLux K8
- უპილოტო საჰაერო სისტემა Switchblade 600
- უპილოტო საჰაერო სისტემა Altius-600
- უპილოტო საჰაერო სისტემა Jump 20
- უპილოტო საჰაერო სისტემების საწინააღმდეგო საშუალებები, ელექტრონული აღჭურვილობის ამომცნობი აპარატები.
- განაღმვისთვის საჭირო აპარატები;
- მოწყობილობები უსაფრთხო კომუნიკაციისთვის;
- დაფინანსება წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და შენარჩუნების დაფინანსება.
პენტაგონის ცნობით, დახმარება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მოხდა და იმ შეიარაღების პაკეტისგან განსხვავებით, რომლებიც აშშ-ის სამხედრო რეზერვებიდან იღებენ, USAI აღჭურვილობას ინდუსტრიიდან ყიდულობს.
„ეს განცხადება წარმოადგენს იმ სახელშეკრულებო პროცესის დასაწყისს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი შესაძლებლობები მივაწოდოთ“ - აცხადებს პენტაგონი.