logo
ENG



აშშ-მ საელჩო კიევში დააბრუნა

19 მაი 202200:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/avr22yvsclqf2oe.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მ საელჩო კიევიდან ლვივში გადაიტანა. ომის დაწყების პერიოდშიც რამდენიმე სახელმწიფომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

მას შემდეგ კი, რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლეს, ქვეყნები თავიანთ საელჩოებს კიევში აბრუნებენ.

"ჩვენ დავადასტურეთ ჩვენ ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დავპირდით გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება და დავიწყეთ მუშაობა იმ დღეზე, როდესაც კიევში დაბრუნებას შევძლებდით. ახლა ეს დღე დადგა", - თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა არ დააზუსტა, რამდენი დიპლომატი დაბრუნდა კიევში, თუმცა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

 


close დახურვა