logo
ENG



აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე გაფრინდაშვილის საქმე განიხილეს

07 დეკ 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
ikv5ujvq6ur33tg.jpg

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე და საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევა იყო მთავარ საკითხებს შორის, რომლებიც ქართულმა მხარემ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვის და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დროს განიხილა. ქართული დელეგაციის თქმით, ვაშინგტონი მზად არის საქართველოსთან ამ კუთხით თანამშრომლობა გააღრმაოს და თბილისს კიბერდანაშაულის აღკვეთის სფეროში ცოდნა გაუზიაროს. დელეგაციის წევრები ირწმუნებიან, რომ ამერიკის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები არ განხილულა და მოლაპარაკებები მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე გაიმართა. შეხვედრაზე შეეხნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას  და მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ვისაუბრეთ, ბუნებრივია, კონფლიქტთან დაკავშირებულ თემაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის განვიხილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემატიკაც. ჩვენ, რა თქმა, უნდა მადლიერები ვართ იმ ძალიან მკაფიო და ხმამაღალი მხარდაჭერის, რაც გაგვაჩნია ამერიკის მხრიდან, შევეხეთ კიბერუსაფრთხოების თემას. საკმაოდ დიდი დრო დაეთმო კიბერუსაფრთხოებას და ასევე იმ შეტევას, რომელიც სულ ახლახან განხორციელდა საქართველოში და გამოიხატა მზაობა ამერიკული მხარის მხრიდან, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდეს“, - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 


close დახურვა