ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც „ფორმულას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალაქ ნიუ-იორკში 80 წლის მამაკაცი დაიღუპა. იგი covid-19-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა.
რაც შეეხება ლატვიაში გარდაცვლილ მოქალაქეს, ის 53 წლის იყო. გარდაცვლილი მკურნალობის კურსს ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
საგარეო უწყების ცნობით, ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო და ლატვიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილთა ოჯახებთან და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობენ.