logo
ENG



აშშ-ს თავდაცვის მდივანი: რუსეთის შეჭრა და სისასტიკე უკრაინაში გაუმართლებელია

26 აპრ 202215:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/zwttgus8osb4qow.jpg

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის შეჭრა და სისასტიკე უკრაინაში გაუმართლებელია, რადგან რუსეთმა საავადმყოფოები დაბომბა და ბავშვები ტრავმირებული დატოვა.

“რუსეთის შეჭრა გაუმართლებელია, ისევე როგორც რუსული სისასტიკე. რუსეთი არჩევანის ომს აწარმოებს ერთი ადამიანის ამბიციების შესასრულებლად. უკრაინა აუცილებლობის ომს ებრძვის, რათა დემოკრატია, სუვერენიტეტი და მოქალაქეები დაიცვას.

უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას გამარჯვება შეუძლია, ისევე როგორც ჩვენ ყველას. უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ დღეს გაიმარჯვოს და მათ კვლავ დასჭირდებათ დახმარება, როდესაც ომი დასრულდება,” - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.  

ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი შაბათ-კვირას კიევში გაემგზავრნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენესკის შეხვდნენ. ოსტინი და ბლინკენი ზელენსკის ომში აშშ-ს მხარდაჭერას დაპირდნენ და აღნიშნეს, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდებიან.


close დახურვა